მარტვილის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.

ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *