- მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 31 ივლისს, 19:30 საათზე, გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლ „სამას“ 20 წლის იუბილე.
მისამართი: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

