მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბლიტაციის სამუშაოები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.

ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *