„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილში თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ფოსტის, მერიის, საკრებულოს და სასტუმროს შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და...

მარტვილში ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს. სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი...

საკონსულტაციო შეხვედრები 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა გაჭედილის, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია, მაჟორიტარის ბიუროს თანამშომელი ვლადიმერ ელიავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები...