მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეცავეში დამეწყრილი გზის გაბიონით აღდგენის სამუშაოები დასრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 140 891 ლარი შეადგინა. გზის აღნიშნული მონაკვეთი სტიქიის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული მონაკვეთის დროული აღდგენა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას

