ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ვაქცინაცია მიმდინარეობს მარტვილის ევექსის კლინიკაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს მარტვილის ევექსის კლინიკაში (მის: მშვიდობის ქუჩა 111). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და...