მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-II გურძემსა და კიწიას დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში 3 065 მეტრზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 1 272 719 ლარს...
მარტვილში ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა
მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს. გალა კონცერტის დაწყებამდე, ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ნომრები მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს. „ლეგენდების...
ლეცავეში დამეწყრილი გზის გაბიონით აღდგენის სამუშაოები დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეცავეში დამეწყრილი გზის გაბიონით აღდგენის სამუშაოები დასრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 140 891 ლარი შეადგინა. გზის აღნიშნული მონაკვეთი სტიქიის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული მონაკვეთის დროული აღდგენა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას
მარტვილში ფოლკლორული ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება
14 - 17 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება. ფესტივალში, ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობენ. პიხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14 ივლისი - 16:00 საათი - ფესტივალის საზეიმო გახსნა; 17 ივლისი - 19:00 საათი - ფესტივალის დახურვის ღონისძიება.
მერმა ჩემპიონ ფრენბურთელებს მერიაში უმასპინძლა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს მერიაში უმასპინძლა. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“-ის საქართველოს ჩემპიონი ფრენბურთში სალხინოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლის ვაჟთა გუნდი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ამავე სკოლის გუნდის წევრი — გიორგი გარჩაგოდაშვილი დასახელდა. შეხვედრაზე მერმა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელსა და სკოლის ხელმძღვანელობას გამარჯვება მიულოცა,...
მარტვილში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი გარბენი მოეწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი გარბენი მოეწყო. მარტვილის მუნიციპალკიტტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე სპორტსმენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სერტიფიკატები გადაეცათ. საერთაშორისო ოლიმპიური დღე, რომელიც კომიტეტის დაფუძნების თარიღს უკავშირდება, 1948 წლიდან ყოველი წლის 23 ივნისს აღინიშნება.
მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდიანრეობს
სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ მარტვილში გზების რეაბილიტაცია დაათვალიერეს. ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურში, ლაგვილავების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 762 მეტრი რკინა ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 1 423...
„ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე
მარტვილის მუნიციპალიტეტის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მარტვილის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ პოემიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის...
განათლების მინისტრმა – „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს კლუბის შესახებ, რომელიც სკოლის ბაზაზე უკვე ხუთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ყოველთვის მისასალმებელია სკოლებში...
მარტვილში მოზაიკური ფრესკა ეკურთხა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მოადგილეებთან ერთად, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ღვთისმსახურება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანემ, ქალაქის ცენტრში აღმართული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელის მოზაიკური ფრესკა აკურთხა. კურთხევას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია...










