ვედიდკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს. ვედიდკარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

მარტვილის კანიონში მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად მარტვილის კანიონში მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ...

მარტვილის კანიონზე 3D განათების სისტემა მოეწყობა, ბალდაში კი ეკოტურისტული ბილიკები 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის ინფორმაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოეწყობა 3D განათების სისტემა, რის საშუალებითაც ვიზიტორებს მათი დათვალიერება საღამოს საათებშიც შეეძლებათ. "წელს პირველად, იმისთვის, რომ საზოგადოებას საღამოს საათებშიც მივცეთ საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა. ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ....

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველის ფესტივალი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ყველის ნაირსახეობა, ყველისგან დამზადებული კერძები, თაფლი და ღვინო. მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ფესტივალ „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილე უცხოელი...

წაჩხურობა და ლეგენდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. წაჩხუროს სალოცავზე ასთი ლეგენდა არსებობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად...

კოლხური ვაზის კუთხე მარტვილის მუზეუმში

გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძირითადად, დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური...

“დადიანების საბანაო”

საუბარია მარტვილის კანიონზე, სადაც განსაკუთრებული სილამაზის ერთ-ერთ ადგილს "დადიანების საბანაოს" ეძახიან. ზოგადად, მარტვილის კანიონი, მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობაა. მკვლევარები ამბობენ, რომ კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია,...

ვინ წერდა მარტვილის ოთხთავს

მარტვილის ოთხთავი, ანუ სახარება, როგორც წყაროები იუწყებიან,  XI საუკუნის ქართული ხელნაწერია. გადაწერილია მარტვილის მონასტერში 1050 წელს იოანე მესვეტისა და არსენ ეშისძის მიერ. დამკვეთია იოანე ფარჯანიანი. ტექსტი შესრულებულია ყავისფერი მელნით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი სინგურითაა გამოყოფილი. ხელნაწერი გაფორმებულია ორნამენტული საზედაო ასოებით, აგრეთვე წმინდა მათესა და წმინდა მარკოზ მახარებლის მინიატიურებით. მახარებლები ფეხზე გდანან წიგნებით ხელში. აქ ქრისტესადმი მირთმევის თემაა...