მარტვილში ქორეოგრაფიული ანსამბლ „სამას“ 20 წლის იუბილე გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 31 ივლისს, 19:30 საათზე, გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლ „სამას“ 20 წლის იუბილე. მისამართი: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის...