პატრიარქის კურთხევა ეკლესია-მონასტრებს

პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის მიზეზით, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ ტაძრებში დისტანციის დაცვა, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე. ამასთან, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი მიიღო

25 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონოზვნო დასი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მის უწმინდესობას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შენდობა სთხოვეს ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის. მისმა უწმინდესობამ  დალოცა ისინი და დასძინა: ,,თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით...