მარტვილის “ევექსის კლინიკაში” 21 პაციენტი მკურნალობს

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში 315 შემთხვევა გამოვლინდა. მარტვილის "ევექსის კლინიკაში" 21 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 4901 და გარდაცვალების 74 შემთხვევაა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...

სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება

დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” – 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” – 24 კოვიდ პაციენტი. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა – 26 პაციენტი, სენაკი “ლაზიკა მედში” – 77...

ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

პატრიარქის კურთხევა ეკლესია-მონასტრებს

პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის მიზეზით, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ ტაძრებში დისტანციის დაცვა, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე. ამასთან, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.

საკოორდინაციო საბჭო 14 აგვისტოდან პანდემიააკრძალვებს აწესებს

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...

კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...