მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს. გალა კონცერტის დაწყებამდე, ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ნომრები მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს. „ლეგენდების...

