მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველის ფესტივალი გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ყველის ნაირსახეობა, ყველისგან დამზადებული კერძები, თაფლი და ღვინო.

მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ფესტივალ „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილე უცხოელი სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

ფესტივალი, პროექტის „ECOTUR-NET/BSB 79 ეკოტურიზმის ქსელის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ეკოტურიზმის გაუმჯობესებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *