თეატრალური ფესტივალი „თეატრალური მარტვილი 2026“ დასრულდა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა 21-24 აპრილს საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა.

სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი 2026“ თორმეტი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები მინი-სპექტაკლებით მონაწილეობდნენ.

მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“, ლეცავეს, ლედგებეს, ბალდის, წაჩხურუს, სალხინოს, ლეხაინდრაოს, დიდი ჭყონის №1, II ნამიკოლაოს, ქვედა ნაგვაზაოს, ქალაქ მარტვილის №2, თამაკონის და ხუნწის საჯარო სკოლების თეატრალური დასები.

ფესტივალის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნანა ბირკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ დააჯილდოვეს. ფესტივალში მონაწილე ყველა სკოლას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ფულადი ჯილდო გადაეცა.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს