მარტვილში, 19 ივნისს, საბავშვო ფესტივალი გაიმართება

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში 19 ივნისს საბავშვო ფესტივალი გაიმართება. პატარებს მრავალფეროვანი და დაუვიწყარი პროგრამა ელოდებათ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10:00-დან 18:00-საათამდე პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ, 12:00-დან 17:00-საათამდე ჩატარდება გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით.

ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების ქუჩაზე იფუნქციონირებს „საბავშვო სოფელი“, სადაც პატარებს სხვადასხვა აქტივობები დახვდებათ.

19:00 საათზე – მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთნ არსებული ანსამბლი „კოლხიდა“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოლო კონცერტს გამართავს.