- მარტვილის მუნიციპალიტეტის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მარტვილის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ პოემიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

