მერია – ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის პირველი ფენის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება. არსებული გზა წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს, მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელებისას დაზიანდა.

უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი...