ინჩხურში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარა ინჩხურში, ლაგვილავების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 762 მეტრი რკინა ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.

პროექტის ღირებულება 1 423 114 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.