მარტვილში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 13 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 13 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ნაჭყებიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან ერთად გაეცნო. მარტვილის მუნიციპალიტეტში გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე...