- მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს.
გალა კონცერტის დაწყებამდე, ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ნომრები მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს.
„ლეგენდების ქვეყანას“-ს დასკვნით გალა კონცერტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე გრიგალავა დაესწრნენ.
ფესტივალის ყველა მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ორგანიზატორებმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

