- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 17 ივლისს, 10:30 საათზე, კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება.
მოსახლეობას მოემსახურებიან მარტვილის კლინიკის სპეციალისტები: თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი და ქირურგი.
ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და სპეციალისტების რეკომენდაციები.

