- მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულმა „თოჯინების თეატრიმა“ მაყურებელს კვლავ ახალი სპექტაკლი შესთავაზა.
ამჯერად თოჯინების თეატრი მაყურებლის წინაშე ახალი თოჯინური სპექტაკლით „რწყილი და ჭიანჭველა“ წარდგა. სპექტაკლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა.
სპექტაკლის პრემიერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად დაესწრნენ.
თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

