- მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-II გურძემსა და კიწიას დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 3 065 მეტრზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 1 272 719 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. გურძემში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

