წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

  • 22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.

შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა.

ინფორმაციისთვის: 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით უერთდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *