26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად...

