მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან და განმარტავს: მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც...

