- 26 მაისს, მარტვილში ცენტრალურ ქუჩაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
იხილეთ ღონისძიეების პროგრამა:
09:00 – 18:00 საათი – სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
09:30 საათი – ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა;
09:45 საათი – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა. ლიტერატურული კომპოზიცია;
10:00 საათი – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში;
11:00-12:00 საათი – მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლასთან არსებული სპორტულ წრეებში გაერთიანებული აღსაზრდელების მიერ მოეწყობა სპორტული აქტივობები (სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
11:00 საათი – მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ცნობილი მხატვრების ნახატების გამოფენა – დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია, ანტიკვარული სანადირო და საბრძოლო იარაღების გამოფენა;
12:00 საათი -„ხატვა ასფალტზე“(მუზეუმის მიმდებარედ); თეატრალიზებული მსვლელობა – ბერიკები – კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
13:00 საათი – რიტმების სამყარო, ჰანგებით ნათქვამი საქართველო (მერიის მიმდებარე ტერიტორია);
13:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა; ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა; მარინა ლაგვილავას ხელთნაკეთი თოჯინებისა და ნაქარგების პერსონალური გამოფენა (კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია);
13:00 საათი – მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ლიტერატურული კომპოზიცია;
13:30 საათი – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების ფოტო – გამოფენა, ნახატების გამოფენა, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა;
14:30 საათი – კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი (მარტვილის ცენტრალურ ქუჩაზე);
15:30 საათი – მარტვილის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე მოეწყობა საფეხბურთო ფესტივალი – დაჯილდოება;
17:00 საათი – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავჯდომარის მილოცვა (მთავარ სცენაზე);
17:10 საათი – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
17: 15 საათი – ცენტრალური მოედნის 4 ლოკაციაზე ქართული ცეკვა; ჰელიუმის ბუშტების გაშვება;
18:30 საათი – მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ბენდის კონცერტი;

