მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მონასტრამდე მისასვლელ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი დასრულდა. უწყების ცნობით, გზის კეთილმოწყბისთვის სამუშაოები სულ მალე დაიწყება. "უახლოეს მომავალში მომლოცველებსა და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მონასტრამდე უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილების პირობებს, ასევე ტურისტულ მიმზიდველობას. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს....

