მარტვილში დასუფთავების აქცია ჩატარდა

  • 22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით უერთდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *