განათლების მინისტრმა ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის – „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „გვირილების“ წევრებს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს კლუბის შესახებ, რომელიც სკოლის ბაზაზე უკვე ხუთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ყოველთვის მისასალმებელია სკოლებში...

1 ივნისს, მარტვილში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები ჩატარდება

მარტვილის მუნიციპალიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. 1 ივნისს, პატარების გამორჩეული დღესასწაულის აღსანიშნავად, მარტვილში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები იგეგმება. 10:00-დან 18:00-საათამდე პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ, 12:00-დან 17:00-საათამდე ჩატარდება გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით. ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების ქუჩაზე იფუნქციონირებს „საბავშვო სოფელი“, სადაც პატარებს სხვადასხვა აქტივობები დახვდებათ.