მარტვილში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება

  • ამ დროისთვის, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ მარტვილის „კეთილმოწყობის ცენტრის“ ტექნიკა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები. დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *