“აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში “აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.

უწყების ცნობით, აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

უანგარო დონორობის აქცია “სისხლის ცენტრის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *