- სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ მარტვილში გზების რეაბილიტაცია დაათვალიერეს.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურში, ლაგვილავების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 762 მეტრი რკინა ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 1 423 114 ლარს შეადგენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯამბურიების უბანში საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში დაიგება ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა ბეტონის კედელი, სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.
საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

