მარტვილში უფასო სამედიცნო კვლევები ჩატარდება

  • 15 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო კვლევები ჩატარდება.

•ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის.

•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის.

კვლევები ქალაქ მარტვილში, 10:00 – 18:00 საათამდე ჩატარდება. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მისამართი: ქალაქი მარტვილი, მშვიდობის N111