მარტვილში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 13 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 13 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ნაჭყებიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან ერთად გაეცნო.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე გურძემში საავტომობილო გზის ასფალტ ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 3 065 მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოების ღირებულება 1 272 719 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.