- წაჩხურობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მომლოცველებს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრამდე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება.
ტრანსპორტირება განხორციელდება 16 აპრილს, სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან, დილის 06:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში.

