ერასტო მიქავას საზოგადოების დახმარება სჭირდება

  • მარტვილის „მერანის“ 21 წლის ფეხბურთელს, ერასტო მიქავას, ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია დაავადების დასამარცხებლად აუცილებელია უცხოეთში მკურნალობა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

“მეგობრებო არასასიამოვნო ამბავი გვაქვს.. ჩვენს ფეხბურთელს ერასტო მიქავას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე..

ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად კი აუცილებელია მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი გუნდი ერასტოს გვერდში დაუდგება, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას”.

ერასტოს დედა, ნატო კვარაცხელია:

“აბჯარი ავისხი ხალხნო! ჩემი 21 წლის ერასტოს ჯანმრთელობის გამო. ჩემო მეგობრებო და კეთილო ადამიანებო, დიდი განსაცდელის წინაშე დგას ერასტო მიქავა! ჩემს შვილს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე….,აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალება ოჯახს სრულად არ გაგვაჩნია. უნდა გთხოვოთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ, თუნდაც ერთი ლარით…უმოკლეს დროში უნდა გავფრინდეთ საფრანგეთში. უფალი დიდია და შეგიწირავთ თითოეულ თქვენგანს…თქვენი დახმარებით უნდა მოვავლინო მეორედ ქვეყნიერებას. გთხოვთ შემაძლებინოთ….აქვე მივუთითებ ერასტოს პირადს 62902021241.

თიბისის ანგარიში

GE41TB7871945064300036

საქართველო

GE20BG0000000580766513

მიმღები ერასტო სმირნოვი (მიქავა)