21 და 22 მარტს მარტვილიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს მარტვილიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გასვლა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდება:

21 მარტი – გამგზავრება 05:30 საათი

22 მარტი – გამგზავრება 07:00 საათი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ჩასაწერად, დარეკეთ მითითებულ ტელეფონზე: 577 94 41 30