- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული საბჭოს შექმნის პროცესი გრძელდება.
მერიაში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნანა ბირკაიამ გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, მარტვილის საკრებულოს წევრი თამაზ დანელია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდავა. შეხვედრის მთავარი მიზანი კანდიდატებისთვის იმ პერსპექტივებისა და ფუნქციების გაცნობა იყო, რომლებსაც ახალგაზრდული საბჭო აერთიანებს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს ის მიმართულებები, რომლებშიც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე მოისმინეს მათი ხედვები, ინიციატივები და ის როლი, რომელიც ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში უნდა ჰქონდეთ.
ამჟამად მიმდინარეობს კანდიდატურების განხილვა. მნიშვნელოვანია, საბჭო დაკომპლექტდეს მოტივირებული, კრეატიული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდებით.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპაიტეტის მერია ავრცელებს

