მარტვილში სამი საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. სამი საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულების ფაზაშია, ასევე მიმდინარეობს თამაკონის საბავშვო ბაღის მშენებლობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავასთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.