- მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ფოტოკონკურსი – „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“ დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები შესაბამისმა ჟიურიმ გადაარჩია და გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოავლინა.
ფოტოკონკურსის პირობების შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში:
“ჩემი კუთხე“ – მარიამ შავდია, ბალდის საჯარო სკოლა.
“თავისუფალი თემა“ – თეონა კალანდია, სალხინოს საჯარო სკოლა.
“საუკეთესო პორტრეტი“ – გიორგი ინჯგია, თამაკონი საჯარო სკოლა.
“გაცოცხლებული ისტორია“ – მაგული ჯელია, ბანძის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულები დიპლომებით და 200 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერით, ხოლო მონაწილეები სიგელებით და 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და საგანამანათლებლო რესურსცენტირს ხელმძღვანელმა პაშა გულორდავამ დააჯილდოვა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს