მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 5 კილომეტრზე მეტი ასფალტის საფარი. ასევე მოხდება ლითონის მილების და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 718 896 ლარით დაფინანსდება. სამუშაოებს კი სს „არქეოპოლისი“ ახორციელებს.