ბალდაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ პირველ ბალდაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა ცემენტო ბეტონის საფარი 4 695 გრძივ მეტრზე. პროექტის ღირებულება 2 613 618 ლარს შეადგენს.

ბალდაში გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.