მარტვილში ჩატარდა გაცვლითი პროექტი “ეკო თავგადასავალი”

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში გაცვლითი პროექტი სახელწოდებით “ეკო თავგადასავალი“ (“Eco Adventures”) ჩატარდა.

მარტვილის მუნიციპ0ალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის, საქართველოს და ირლანდიის 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებმა. მონაწილეები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ.

ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას 1-9 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილმა უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 16-მა ახალგაზრდამ მარტვილის მუნიციპალიტეტიდან და 16-მა ირლანდიის ქალაქ ქორკიდან.

პროექტი ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდობა ფოკუსში,“ Erasmus + და ირლანდიური ახალგაზრდული ორგანიზაცია “love and care for people” ორგანიზებით განხორციელდა.