მარტვილში “ქართული კულტურის დღეები” გაიმართა

  • 1-6 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ჩარნკოვის მუნიციპალიტეტში (პოლონეთი), „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ჩარნკოვის მუნიციპალიტეტს დელეგაცია სტუმრობდა.

„ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში ჩარნკოვის მერიაში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს. ასევე გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობდნენ „კოლხიდას“ მოცეკვავეები.

მარტვილის და ჩარნკოვის მუნიციპალიტეტებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს 2016 წელს მოაწერეს ხელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *