მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, დასახლებების საერთო კრებები გაიმართა გურძემის, კიწიის, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.

2022 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *