მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

დასახლებების საერთო კრებები ონოღიის, ბანძის, აბედათის, სერგიეთის და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.

ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, ხიდ-ბოგირების, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *