მარტვილში სასწავლო/ტრენინგ-კურსი “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი” გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სასწავლო/ტრენინგ-კურსი “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი” გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასწავლო სატრენინგო კურსი მოიცავდა სამ ძირითად მოდულს: სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინდივიდუალური კონსულტაციების გაცემა და მეწარმეობის საბაზისო უნარები.

სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *