მარტვილში, სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენცია კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლებს

  • 8-9 ოქტომბერს მარტვილში, სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენცია კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლებს.

საფესტივალო კონცერტები ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით.

8 ოქტომბერი:

საფორტეპიანო მუსიკა – ელისო ბოლქვაძე;

ქართული დუეტები – ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი – ნიკოლოზ წულუკიძე.

9 ოქტომბერი:

საგუნდო მუსიკა:

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი – დირიჟორი მაგდა მათითაიშვილი;

თსუ-ს სტუდენტური კაპელა – დირიჟორი ლაშა მიროტაძე;

რუსთავის ახალგაზრდული გუნდი “თუთარჩელა” – დირიჟორი თამარ ბუაძე.

ფესტივალი ხორციელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით; მასპინძელი ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს რეზიდენცია (დადიანის სასახლე).

მარტვილი, სალხინოს დადიანის სასახლე.

17:00

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და ინიციატორი – შიო აბრახამია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *