მარტვილში მესამე საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში ჩატარდა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით მარტვილში ჩატარდა “მე-3 საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრები გუნდები, ასევე მონაწილეები იყვნენ სომხეთის რესპუბლიკიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენთა შორის გამარჯვებულები გახდნენ: თენგიზ ბერიშვილი, გიგლა მითაგვარია, საბა ბასილაია, ოთიკო ხურცილავა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და თასებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *